Friday, January 30, 2026
პროექტის პრეზენტაცია
Wednesday, January 28, 2026
პროექტის შესახებ
ჩვენი პროექტის თემა არის "პროფესიები". ამ პროექტში მე გავეცანი სხვადასხვა პროფესიებს და გავიგე, რას აკეთებენ ადამიანები ამა თუ იმ პროფესიაში. შევისწავლე, რატომ არის პროფესია მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში და როგორ გავლენას ახდენს ის ჩვენს მომავალზე. პროექტზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ თითოეულ პროფესიას სჭირდება ცოდნა, შრომა და პასუხისმგებლობა. ამ თემაზე მუშაობამ დაგვაფიქრა ჩვენს ინტერესებზე და იმაზე, თუ რა პროფესია შეიძლება ავირჩიო მომავალში. პროექტმა დამეხმარა უფრო კარგად გამეგო, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება.
აქ ნახავთ:
- რას ნიშნავს პროფესია?
- პროფესიის არჩევის მნიშვნელოვანი ფაკტორები
- სტუდენტის პიქრი პროფესიის არჩევანზე
- რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას?
- ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს სხვადასხვა პროფესიები
ვსწავლობთ პროფესიები
რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას?
რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევის დროს 5 მარტივი რჩევა:
| ფოტო |
2. გაითვალისწინეთ მხოლოდ თქვენი ინტერესები;
3. პროფესიის შერჩევის დროს განსაზღვრეთ თქვენთვის პრიორიტეტული მხარეები;
4. კარგად შეისწავლეთ ის პროფესია რომელსაც ირჩევთ;
5. შეისწავლეთ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნადი პროფესიები.
Tuesday, January 27, 2026
რას ნიშნავს პროფესია?
შეძენილი (დასწავლის შედეგად მიღებული) უნარებისა და ჩვევების ერთობლიობა, რომელიც საჭიროა სპეციფიკური სამუშაოს შესასრულებლად და რომელიც ინდივიდს ათვისებული აქვს. პ-ების წარმოშობა დაკავშირებულია შრომის საზოგადოებრივ დანაწილებასთან. მაქს ვებერის თანახმად, პ. არის ცხოვრების ხანგრძლივად უზრუნველყოფის, ნივთებისა და საარსებო საშუალებების შეძენის შანსების საფუძველი. სიტყვა პ-ის შინაარსი, ვებერის თანახმად, უკავშირდება პიროვნულ პასუხისმგებლობას. ვებერის სოციოლოგიაში პ. რელიგიურად, სოციალურად და ნორმატიულად დეტერმინირებულია. სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური მიდგომის თანახმად (პარსონსი, სმელზერი), თანამედროვე საზოგადოებების, როგორც სისტემის, მზარდი განვითარება (მოდერნიზაცია) იწვევს საზოგადოებისათის აუცილებელი ფუნქციების გამოყოფა-დიფერენციაციას, რაც, თავის მხრივ, პ-თა დიფერენციაციის საფუძველს წარმოადგენს. სუბიექტზე ორიენტირებული სოციოლოგიური მიდგომა (ბოლტე/ტროიტნერი, 1983), განსხვავებით სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური მიდგომისაგან, გამოდის არა ტექნიკურ-ფუნქციონალისტურად დაფუძნებული სპეციალიზებული პ-ული საქმიანობის ცნებიდან, არამედ ხაზს უსვამს პ-ული უნარების შაბლონს, რომელიც სოციალურად გამყარებულია და სოციალური სტრუქტურაციის პროცესის შედეგია. სუბიექტზე ორიენტირებული მიდგომის მეშვეობით შეიძლება აიხსნას, თუ როგორ განსაზღვრავს პ. ამა თუ იმ ადამიანის აზროვნებასა და მოქმედებას და რა წვლილი შეაქვს პროფესიას სოციალური უთანასწორობის თაობიდან თაობაზე გადაცემასა და გამყარებაში.
Thursday, January 15, 2026
პროფესიის არჩევის მნიშვნელოვანი ფაქტორები
პროფესიის არჩევის მნიშვნელოვანი ფაქტორები
თანამედროვე სამყაროში პროფესიის არჩევა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე სულ უფრო აქტუალური ხდება პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის საკითხი, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ დგას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რადგან პროფესიული თვითგამორკვევას არ ეთმობა სათანადო ყურადღება სკოლის სივრცეში. მოზარდებს მწირი ინფორმაცია აქვთ პროფესიების და საგანმანათლებლო რესურსების შესახებ. ამასთან, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ ისევ აქტუალურია პროფესიას არჩევა ოჯახის წევრების, ახლობლების რჩევით ან პროფესიის „პრესტიჟულობიდან“ გამომდინარე. ეს ტენდენცია ჯერჯერობით შენარჩუნებულია და რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან ასეთ დროს მოზარდები არ ან ვერ აცნობიერებენ, რომ სხვის მიერ შერჩეულ პროფესიებში საკუთარი თავის წარმატებულად რეალიზაციისათვის, მათ მოუწევთ მათთვის უინტერესო ან „არარომანტიული“ სამუშაოების შესრულება. გარდა ამის, არსებობს იმის დიდი რისკიც, რომ „მოდური” და „პრესტიჟული” პროფესია სულაც არ შეესატყვისება კონკრეტული ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს. პროფესიის არჩევისას ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, სანამ შევჩერდებით იმ ერთ პროფესიაზე ან მიმართულებაზე, რაც ყველაზე მეტად შეგვესაბამება და სადაც კარიერული წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი შანსები გვაქვს.
