Friday, January 30, 2026
პროექტის პრეზენტაცია
Wednesday, January 28, 2026
პროექტის შესახებ
ჩვენი პროექტის თემა არის "პროფესიები". ამ პროექტში მე გავეცანი სხვადასხვა პროფესიებს და გავიგე, რას აკეთებენ ადამიანები ამა თუ იმ პროფესიაში. შევისწავლე, რატომ არის პროფესია მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში და როგორ გავლენას ახდენს ის ჩვენს მომავალზე. პროექტზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ თითოეულ პროფესიას სჭირდება ცოდნა, შრომა და პასუხისმგებლობა. ამ თემაზე მუშაობამ დაგვაფიქრა ჩვენს ინტერესებზე და იმაზე, თუ რა პროფესია შეიძლება ავირჩიო მომავალში. პროექტმა დამეხმარა უფრო კარგად გამეგო, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება.
აქ ნახავთ:
- რას ნიშნავს პროფესია?
- პროფესიის არჩევის მნიშვნელოვანი ფაკტორები
- სტუდენტის პიქრი პროფესიის არჩევანზე
- რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას?
- ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს სხვადასხვა პროფესიები
ვსწავლობთ პროფესიები
რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას?
რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევის დროს 5 მარტივი რჩევა:
| ფოტო |
2. გაითვალისწინეთ მხოლოდ თქვენი ინტერესები;
3. პროფესიის შერჩევის დროს განსაზღვრეთ თქვენთვის პრიორიტეტული მხარეები;
4. კარგად შეისწავლეთ ის პროფესია რომელსაც ირჩევთ;
5. შეისწავლეთ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნადი პროფესიები.
Tuesday, January 27, 2026
რას ნიშნავს პროფესია?
შეძენილი (დასწავლის შედეგად მიღებული) უნარებისა და ჩვევების ერთობლიობა, რომელიც საჭიროა სპეციფიკური სამუშაოს შესასრულებლად და რომელიც ინდივიდს ათვისებული აქვს. პ-ების წარმოშობა დაკავშირებულია შრომის საზოგადოებრივ დანაწილებასთან. მაქს ვებერის თანახმად, პ. არის ცხოვრების ხანგრძლივად უზრუნველყოფის, ნივთებისა და საარსებო საშუალებების შეძენის შანსების საფუძველი. სიტყვა პ-ის შინაარსი, ვებერის თანახმად, უკავშირდება პიროვნულ პასუხისმგებლობას. ვებერის სოციოლოგიაში პ. რელიგიურად, სოციალურად და ნორმატიულად დეტერმინირებულია. სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური მიდგომის თანახმად (პარსონსი, სმელზერი), თანამედროვე საზოგადოებების, როგორც სისტემის, მზარდი განვითარება (მოდერნიზაცია) იწვევს საზოგადოებისათის აუცილებელი ფუნქციების გამოყოფა-დიფერენციაციას, რაც, თავის მხრივ, პ-თა დიფერენციაციის საფუძველს წარმოადგენს. სუბიექტზე ორიენტირებული სოციოლოგიური მიდგომა (ბოლტე/ტროიტნერი, 1983), განსხვავებით სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური მიდგომისაგან, გამოდის არა ტექნიკურ-ფუნქციონალისტურად დაფუძნებული სპეციალიზებული პ-ული საქმიანობის ცნებიდან, არამედ ხაზს უსვამს პ-ული უნარების შაბლონს, რომელიც სოციალურად გამყარებულია და სოციალური სტრუქტურაციის პროცესის შედეგია. სუბიექტზე ორიენტირებული მიდგომის მეშვეობით შეიძლება აიხსნას, თუ როგორ განსაზღვრავს პ. ამა თუ იმ ადამიანის აზროვნებასა და მოქმედებას და რა წვლილი შეაქვს პროფესიას სოციალური უთანასწორობის თაობიდან თაობაზე გადაცემასა და გამყარებაში.
Thursday, January 15, 2026
პროფესიის არჩევის მნიშვნელოვანი ფაქტორები
პროფესიის არჩევის მნიშვნელოვანი ფაქტორები
თანამედროვე სამყაროში პროფესიის არჩევა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე სულ უფრო აქტუალური ხდება პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის საკითხი, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ დგას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რადგან პროფესიული თვითგამორკვევას არ ეთმობა სათანადო ყურადღება სკოლის სივრცეში. მოზარდებს მწირი ინფორმაცია აქვთ პროფესიების და საგანმანათლებლო რესურსების შესახებ. ამასთან, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ ისევ აქტუალურია პროფესიას არჩევა ოჯახის წევრების, ახლობლების რჩევით ან პროფესიის „პრესტიჟულობიდან“ გამომდინარე. ეს ტენდენცია ჯერჯერობით შენარჩუნებულია და რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან ასეთ დროს მოზარდები არ ან ვერ აცნობიერებენ, რომ სხვის მიერ შერჩეულ პროფესიებში საკუთარი თავის წარმატებულად რეალიზაციისათვის, მათ მოუწევთ მათთვის უინტერესო ან „არარომანტიული“ სამუშაოების შესრულება. გარდა ამის, არსებობს იმის დიდი რისკიც, რომ „მოდური” და „პრესტიჟული” პროფესია სულაც არ შეესატყვისება კონკრეტული ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს. პროფესიის არჩევისას ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, სანამ შევჩერდებით იმ ერთ პროფესიაზე ან მიმართულებაზე, რაც ყველაზე მეტად შეგვესაბამება და სადაც კარიერული წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი შანსები გვაქვს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
სტუდენტის ფიქრი პროფესიის არჩევანზე
მოგესალმებით, წელს დავამთვაე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით, არ გეგონოთ მეგობრებო რომ cv ის დაწერში ვვარჯიშობ, არა.. მე სულსხვა რამეზე მინდა გესაუბროთ. ჩემი საუბრის თემაა პროფესიის არჩევის პრობლემა მოზარდებში. დიახ.. ეს თითქოს და ადვილი საკითხი საბოლოოს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დავიწყებ იმით რომ 18 წლის ადამიანი, რომელიც ემშვიდობება სკოლის მერხს და ფეხს დგამს სხვა განზომილებაში რასაც სტუდენტობა ქვია, გააზრებული არ აქვს რა უნდა, რისთვის უნდა და ასე შემდეგ. მეც ზუსტად ამ მდგომარეობაში ვიყავი , არ ვიცოდი რა მინდოდა და ჩემი პროფესიის არჩევის მომენტიც სპონტანური იყო, თუმცა მინდა ვთქავ რომ მე გამიმართლა და ჩემ გადაწყვეტილების სისწორეში უკვე ეჭვი აღარ მეპარება . პროფესიის არჩევით ჩევნ ვგეგმავთ ჩვენ ცხოვრებას, ამიტომ ამ დროს დაფიქრება გვმართებს, პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ აბიტურეინტების უმრავლესობა პროფესიას გაუაზრებლად ირჩევს, ან ბანალური პრინციპით “სადაც გამიმართლებს იქ მოვხვდები“ . ამ პრინციპით არჩეულ ფაკულტეტზე სწავლა კი საბოლოოდ იმით მთავრდება რომ 4 წლის მერე ხელში გიჭირავს დიპლომი .. უბრალო მუყაოს ქაღალდი J სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს… ჩემი აზრით ამ პრობლემას ქვეყანაში არსებული წიგნიერების დაბალი დონე იწვევს. თუმცა ესეც არაა მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ გვიჭირს ჩვენი მომავლის დაგაგმვა პროფესიასთან დაგაკვშირებით. კიდევ ერთი… სკოლას როცა 18 წლის ასაკში ამთავრებ ჯერ მაინც ბავშვობაში ხარ და ასეათუ ისე ვერ იაზრებ სამომვალოდ რა გააკეთო .ან 18 წლის ბავშვს როგორ შეიძლება მოთხოვო მოდი დაგეგმე მთელი ცხვორება რისი კეთება გინდაო… თუმცა არიან ერთეულებიც, რომლებსაც თავიდანვე აქვთ გააზებული და ჩამოყალიბებული მყავრი აზრი და მიზნები თავისი პროფესიის შესახებ . მაგალითად ზოგს ბავშვობიდან იტაცებს ექიმობა, ზოგს იურისტობა და ა.შ ჩემი აზრით ასეთ ადამიანიბეს უბრალოდ ძალიან გაუმართლათ, რადგან თავიდანვე იციან რა სურთ ამ ცხოვრებისგან რომ მიიღონ .
საქართველოში (ალბათ საზღვარგარეთაც) პროფესიის არჩევის დროს დგება მომენტი როდესაც მშობელი აქტიურად ერევა შვილის მომავლის დაგეგმვაში. არც ეს მგონია სწორი .. იმიტომ რომ თუ მშობელი ექიმია აუცილებლად შვილსაც სამედიცინოზე სწავლის გაგრძელებას მოთხოვს. იქნებ ჯერ გეკითახთ შვილებისთვის თავად რა სურთ და მერე შეგეთავაზებიათ საკუთარი აზრი. მშობლებში ვაწყდები ხოლმე კიდევ ერთ პრობლემას … დიპლომის „კულტი“ . მეცინება ამაზე ცოტაარიყო. რატომ გინდათ რომ ყველას ჰქონდეს ეს დიპლომი, ნუთუ არ შეიძლება ადამინმა უმაღლესი განათლება არ მიიღოს და ისწავლოს რაღაც ხელობა. მაგალითად იუველირი, დურგალი, დალაქი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს საქართველოა და აქ თუ დიპლომიანი გქვია უკვე რაღაცას წარმოაგენ მაგარამ ვაი რომ როცა პირს გააღებენ ხოლმე იქ მათი დიპლომის კოეფიცინეტი ნულს ქვემოთ ჩამოდის, (ყველა არ იგულისხმება რათქმაუნდა)
ჩემი ერთი სატატიით ამ პრობლემას ვერ მოავწურავთ რათქმაუნდა , მაგრამ მე მსურს რომ ამით გამოვხატო ჩემი აზრი და გულისტკივილი იმასთან დაკავშირებით რაც დღეს საქართველოში ხდება. მე ვერ შემოგთავაზებთ ალტერნატივებს თუ როგორ შეიძლებამოგვარდეს ეს პრობლემა, თუმცა ვურჩევდი მომავალ აბიტურიენტებს რომ კარგად გაიაზრონ რას ირჩევენ. რისთვის ირჩევენ და რატომ ირჩევენ.
სოფო მაისურაძე
